თბილისი.25.11.10."ჯი-ეიჩ-ენი". "ეროვნული ფორუმის" ლიდერ კახა
შარტავას განცხადებით, "ფორუმი" პარლამენტთან მანამდე იქნება, სანამ ყველა
არ დაიშლება. ამის შესახებ შარტავამ სახალხო კრების დამთავრების შემდეგ განაცხადა.
"ჩვენ იქამდე
ვიქნებით პარლამენტთან სანამ ერთი ადამიანი მაინც იქნება. "ფორუმი" ყოველთვის
ხალხის გვერდით იდგება. მზად ვიყავით დაგვეწყო მოქმედება, თუმცა ხალხის არასაკმარისი
რაოდენობის გამო, ეს ქმედებები ამ ეტაპზე გამოირიცხა", - განაცხადა შარტავამ.
შეგახსენებთ, რომ
დღეს პარლამენტთან სახალხო კრება გაიმართა. კრებას რამდენიმე ათასი ადამიანი ესწრებოდა.
კრების დამთავრების შემდეგ რამდენიმე ასეული ადამიანი პარლამენტთან ხელისუფლების შეცვლის
მოთხოვნით პარლამენტთან დარჩა.