წარმომადგენლობითი სახალხო კრების საინიციატივო ჯგუფის ერთ-ერთი ლიდერის, ნინო ბურჯანაძის თქმით, დღევანდელ კრებაზე რომ რადიკაულური ნაბიჯები გადადგმულიყო, ამისთვის ხალხის არასაკმარისი რაოდენობა იყო. ეს განცხადება მან სახალხო კრების დამთავრების შემდეგ ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა.
"სახალხო კრებაში შეიქმნა კომიტეტები, რომლებიც გადაწყვეტენ, როდის დაინიშნოს მეორე კრება. დღეს რომ უფრო მეტი ხალხი მოსულიყო, ჩვენთვის უკეთესი იქნებოდა. რადიკალური ნაბიჯების გადასადგმელად მინიმუმ 50 ათასი ადამიანი იყო საჭირო. თუმცა დღევანდლე კრებაზე მოსული ხალხის რაოდენობა კრების შედგენისთვის საკმარისი იყო. ჩამოვაყალიბებთ ქომაგის ჯგუფებს და თუ ხელისუფლების მხრიდან ამ ჯგუფების მიმართ იქნება რაიმე ზეწოლა, ადეკვატურ პასუხს გავცემთ მას. რადიკალური ნაბიჯი უნდა გადაიდგეს მაშინ, როცა ამის საჭიროება იქნება და როცა ყველაფერი ორგანიზაციულად დალაგებული იქნება", - განაცხადა ბურჯანაძემ.
კრება რამდენიმე წუთის წინ დამთავრდა. მოსული ხალხი რადიკალური ქმედებებს ითხოვდნენ, მაგრამ ამაზე სახალხო კრების საინიციატივო ჯგუფმა უარი თქვა.