რუსი ოკუპანტები მარიუპოლში 9 მაისს "აღლუმის" გამართვას გეგმავენ. ამის შესახებ მარიუპოლის მერის მრჩეველმა პეტრო ანდრიუშჩენკომ უკრაინულ მედიას განუცხადა.
იმის მიუხედავად, რომ რუსმა ოკუპანტებმა ქალაქზე კონტროლის აღება ვერ შეძლეს, ცდილობენ "მშვიდობიანი ცხოვრების" სურათი შექმნან.
ანდრიუშჩენკოს განმარტებით, ქალაქში ამგვარი ღონისძიებების ჩასატარებლად არც ტექნიკაა და არც ხალხი.
4 აპრილს, პრორუსული პარტიის "ოპოზიციური პლატფორმა სიცოცხლისთვის" წარმომადგენლებმა რუსეთის აგენტი კონსტანტინ ივაშჩენკო მარიუპოლის ადმინისტრაციის "ხელმძღვანელად" აირჩიეს.
მარიუპოლის მერის მრჩევლის განცხადებით კოლაბორაციონისტმა კონსტანტინ ივაშჩენკომ დაიწყო საოკუპაციო უფლებამოსილების გადაცემა სხვა პირებისთვის. 13 აპრილის მონაცემებით, ივაშჩენკომ ერთ-ერთი ასეთი პირი - მიროშნიჩენკო გამოაცხადა პასუხისმგებელ პირად საგანმანათლებლო პროცესის ოკუპირებული დონეცკისა და ლუჰანსკის ე.წ. რესპუბლიკების "სტანდარტებით" წარმართვისთვის.
"ოკუპანტები გეგმავენ სწავლის პროცესი მე-4, მე-9 და მე-11 კლასებისთვის პირველი მაისისთვის დაიწყონ რუსული და ფსევდორესპუბლიკური განათლების სისტემასთან ფორმალური ინტეგრაციის მიზნით", - განაცხადა ანდრიუშჩენკომ.