დღევანდელი დღით იწყება დიდი ეროვნული დაუმორჩილებლობის პროცესი. ამის შესახებ სახალხო წარმომადგენლობითი კრების ერთ-ერთმა წევრმა ირაკლი ბათიაშვილმა პარლამენტის შენობის წინ მიმდინარე აქციაზე განაცხადა.
"სააკაშვილი დარწმუნებული იყო, რომ საბოლოოდ დათრგუნა საქართველოს მოსახლეობა და სასოწარკვეთილებაში ჩავარდნილი ხალხი წინააღმდეგობას აღარ გაუწევდა, მაგრამ დღევანდელი დღით იწყება დიდი გამოღვიძება. კრებამ უკვე გააცნო თავისი წინადადებები ხალხს და სწორედ ეს კრება უნდა გახდეს საქართველოში ეროვნული მოძრაობის გაღვივების საფუძველი", - აღნიშნა ბათიაშვილმა.
მისი თქმით, ყველა რეგიონში უნდა დაფუძნდეს დაუმორჩილებლობის კომიტეტები, რომლებიც მოსახლეობას დიდი ეროვნული დაუმორჩილებლობისთვის მოამზადებენ.
"ეს პროცესი არ იქნება გაწელილი და ახლო მომავალში დასრულდება", _ განაცხადა მან.