წარმომადგენლობით სახალხო კრებაზე, რომელიც პარლამენტრის შენობის წინ რამდენიმე წუთში დაიწყება, ხელისუფლების მიმართ უნდობლობის ვერდიქტს მიიღებენ.
ამის შესახებ ჟურნალისტებს "სოლიდარობა უკანონო პატიმრების" ლიდერმა ეკა ბესელიამ განუცხადა.
მისი თქმით, აქციაზე 15 ათასი ადამიანი იმყოფება, რომელთაც შეუძლიათ 850 ათასი ადამიანის სახელით მისცენ ხმა ხელისუფლების წინააღმდეგ ვერდიქტს.
როგორც ბესელიამ განმარტა, რეგიონებიდან ჩამოსულ სახალხო კრების დელეგატებს ჩამოტანილი აქვთ ხელმოწერები, რაც მათ საფუძველს მისცემს მათი სახელით ისაუბრონ.