ომს ყოველთვის ახლავს სიმძიმე, - ამის შესახებ "რუსთავი 2"-ის ცნობით, მოსკოვში ვიზიტით მყოფმა, "პატრიოტთა ალიანსის" ლიდერმა ირმა ინაშვილმა განაცხადა.
ინაშვილის განცხადებით, საჭიროა ნეიტრალიტეტის პლატფორმის მხარდაჭერა და სწორედ ამ მიზნით იმყოფებიან რუსეთში.
"ჩვენი ამოცანაა, რომ უკრაინას ტრაგედია საქართველოზე არ გადმოვიდეს. ჩვენ ვხედავთ და გვესმის განცხადებები ზელენსკის მთავრობის მხრიდან, ეს განცხადებები კი მეტყველებს იმაზე, რომ პირდაპირი მცდელობაა საქართველო ომში ჩაითრიონ. ომის პირობებშიც, დაპირისპირებული მხარეები ერთმანეთს ელაპარაკებიან. ჩვენ ვხედავთ შოლცი რამდენჯერ ესაუბრა რუსეთის პრეზიდენტს, ასევე ვხედავთ თუ როგორ აქტიურობს მაკრონი. საჭიროა ნეიტრალიტეტის პლატფორმის მხარდაჭერა, ჩვენ ეს მიგვაჩნია საქართველოსთვის უსაფრთხოების გარანტიად და სწორად. როდესაც არის ომი, მას ყოველგვარი სიმძიმე ახლავს თან. ომის სიმძიმე საუბედუროდ ყოველთვის მოსახლეობას ეხება. დიალოგი და საუბარი არანაირად არ არის მოღალატეობა ეს არის შენი სამშობლოს დაცვა,"- აცხადებს ირმა ინაშვილი.