პარლამენტის შენობის წინ ერთიანი სახალხო კრების დელეგატების რეგისტრაცია მიმდინარეობს.
აქციის მონაწილეები საკანონდებლო ორაგნოსთან უკვე იკრიბებიან, თუმცა ლიდერები ჯერ არ გამოჩენილან.
აღსანიშნავია, რომ აქციაზე სახალხო კრების მიერ გამოშვებული გაზეთები რიგდება.
აქციის დაწყებამდე პარლამენტის წინ მცირე ინცინდენტიც მოხდა. კერძოდ, ორმა ქალბატონმა აქციის მონაწილეებს ჰკითხა, აქციაში მონაწილეობის სანაცვლოდ, 20 ლარის მიღება სად შეიძლებოდა. როგორც მათ განაცხადეს, მათ ჰქონდათ ინფორმაცია, რომ წარმომადგენლობით სახალხო კრებაში მონაწილეობის მიღების სანაცვლოდ 20 ლარს დაურიგებდნენ. აღნიშნულ ქმედებას აქციის მონაწილეების აღშფოთება მოჰყვა და მათ მოუწოდეს დაეტოვებინათ ტერიტორია.
შეგახსენებთ, რომ პარლამენტის შენობის წინ სახალხო წარმომადგენლობითი კრების აქცია 3 საათზე დაიწყება.