ამ წუთებში პარლამენტის შენობის წინ შეკრებილმა აქციის მონაწილეებმა რუსთაველის გამზირი გადაკეტეს.
როგორც აქციაზე მოსულმა ირაკლი ბათიაშვილმა აღნიშნა, ისინი აპირებენ პოლიტიკურ შეუპოვარ ბრძოლას დღევანდელი ხელისუფლების წინააღმდეგ და მიიღებენ ისეთ გადაწყვეტილებებს, როგორიც რუსთაველის გამზირზე შეკრებილი ხალხის სურვილი იქნება.
"ჩვენ ვაპირებთ პოლიტიკურ ბრძოლას ბოლომდე. თუმცა ჩვენი ყველა ნაბიჯი იმაზე იქნება გათვლილი, რაც ხალხის ნება იქნება" - აღნიშნა ბათიაშვილმა.
ამ წუთებში საკანონმდებლო ორგანის წინ სახალხო წარმომადგენლობითი კრების ორგანიზატორები იკრიბებიან. თუმცა ლიდერები ჯერჯეორობით არ გამოჩენილან.