"საქართველო ევროკავშირთან "ღრმა და ყოვლისმომცველი სავაჭრო ხელშეკრულების" გაფორმებასთან დაკავშირებით მოლაპარაკებების დაწყებისთვის მზად არის.
ამის შესახებ ჟურნალისტებს პრეზიდენტის მრჩეველმა საგარეო ურთიერთობათა საკითხებში თამარ კოვზირიძემ ჟურნალისტებს მას შემდეგ განუცხადა, რაც მან, მმართველობისა და ეკონომიკის საკითხებში პრეზიდენტის კიდევ ერთ მრჩეველ ვახტანგ ლეჟავასთან ერთად შესაბამისი ინფორმაცია ევროპასთან ინტეგრაციის საპარლამენტო კომიტეტის წევრებს მიაწოდა.
"საქართველოს მთავრობის მიერ თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმებასთან დაკავშირებით არა მხოლოდ ევროკომისიის რეკომენდაციები შესრულდა, უფრო მეტიც, საკანონმდებლო დონეზე მათი ინპლემენტაციის ფაზაც დაწყებულია", - განუცხადა კოვზირიძემ ჟურნალისტებს.
მისივე განმარტებით, აღნიშნულთან დაკავშირებით დეტალური ინფორმაცია უკვე გაგზავნილია ევროკომისიაში და ახლა ქართული მხარე მათი მხრიდან მოლაპარაკებების დაწყების თაობაზე პოლიტიკური გადაწყვეტილების მიღებას ელოდება.