კვირას, 3 აპრილს სერბეთში საპრეზიდენტო და საპარლამენტო არჩევნები გაიმართა, სადაც მოქმედი პრეზიდენტი ალექსანდრ ვუჩიჩი და მისი პარტია იმარჯვებენ.
საპარლამენტო არჩევნებში გაიმარჯვა კოალიციამ, რომელსაც პრეზიდენტ ალექსანდ ვუჩიჩის მმართველი სერბული პროგრესული პარტია ხელმძღვანელობს.
არსებული მონაცემებით, კოალიციამ ამომრჩეველთა ხმების 45% მიიღო.
ოპოზიციურ ალიანსს, "გაერთიანებული გამარჯვებისთვის" ხმების 12.9 პროცენტი აქვს. "სერბეთის პროგრესული პარტიის" მოკავშირე "სერბეთის სოციალისტური პარტია" მესამე ადგილზეა ხმების 11.6 პროცენტით.
ამავდროულად, სერბეთში გამართულ საპრეზიდენტო არჩევნები, ხმების დაახლოებით 60%-ი მოქმედმა პრეზიდენტმა ალექსანდრ ვუჩიჩმა მიიღო. მისმა მთავარმა მეტოქემ ზრდავკო პონოსმა ამომრჩეველეთა მხოლოდ 17%-ის მიმხრობა შეძლო.
ვუჩიჩი გახდება სერბეთის პირველი პრეზიდენტი, რომელიც მეორე ვადით მოიგებს.
სერბეთში საპარლამენტო და საპრეზიდენტო არჩევნები უკრაინაში რუსეთის მიერ გაჩაღებული ომის ფონზე გაიმართა. უკრაინაში რუსეთის აგრესიას ბევრი სერბი უჭერს მხარს და პრეზიდენტი ვუჩიჩი, საარჩევნო კამპანიის დროს, მოსახლეობას "მშვიდობასა" და "სტაბილურობას" დაჰპირდა.
ცნობილია, რომ ალექსანდრ ვუჩიჩი გამოირჩევა პრორუსული განწყობებით და კრემლისადმი ღრმა ლოიალობით.