თუ დღევანდელ კრებაზე ანონსაწინააღმდეგო ქმედებები მოხდება, ასეთ შემთხვევაში ადეკვატური პასუხი იქნება გაცემული.
ამის შესახებ უმრავლესობის წევრმა პავლე კუბლაშვილმა წარმომდგენლობით კრების მიერ დღეს, პარლამენტის შენობის წინ დაგემილი აქციის შეფასებისას განაცხადა.
"აქციის მონაწილებს აქვთ საკუთარი პროტესტის გამოთქმის უფლება, თუმცა, ეს კანონის ფარგლებში უნდა მოხდეს. წინააღმდეგ შემთხვევაში, თუ აქციაზე კანონის საწინააღმდეგო ქმედებები მოხდება, ასეთ შემთხვევაში ადეკვატური პასუხი გაეცემა", - აღნიშნა კუბლაშვილმა.
შეგახსენებთ, რომ სახალხო კრება პარლამენტის შენობის წინ 15:00 საათზე დაიწყება.