"წარმომადგენლობითი სახალხო კრების" ინიციატორები დღეს პარლამენტთან 15 ათასზე მეტი დელეგატის მისვლას ელოდებიან.
როგორც "სახალხო კრების" საორგანიზაციო ჯგუფის წარმომადგენელმა სანდრო დონაძემ ჟურნალისტებს განუცხადა, ამ მიზნით მოსახლეობა რეგიონებიდანაც ჩამოვა.
"ისინი თბილისისკენ უკვე მოემართებიან", - განაცხადა მან.
აღსანიშნავია, რომ "წარმომადგენლობით სახალხო კრებას" რიგითი ადამიანების გარდა პოლიტიკური პარტიები: "დემოკრატიული მოძრაობა", "ეროვნული ფორუმი", "კონსერვატიული პარტია", "ქართული პარტია", "თეთრები", "საქართველოს გზა" და სხვადასხვა არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლები შეუერთდებიან.
"წარმომადგენლობითი სახალხო კრება" 15:00 საათზე დაიწყება, იქამდე კი, 13:00 საათიდან დელეგატები რეგისტრაციას გაივლიან.