"ხელისუფლება ხალხს აჯერებს, რომ რაც უფრო ჩუმად ვიქნებით, რაც უფრო გატრუნულები ვიქნებით და რაც უფრო ნაკლებად დავიცავთ ჩვენი ქვეყნის სუვერენიტეტს, მით უფრო ნაკლებად შეგვეხება სუვერენიტეტის რღვევა, მით უფრო ნაკლებად შეგვეხება მტერი. სინამდვილეში ეს ასე არ არის", - ამის შესახებ "ევროპული საქართველოს" წევრმა, გიორგი ნონიაშვილმა ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა.
"ბიბილოვი და შესაბამისად კრემლი საუბრობენ ცხინვალის რეგიონის ანექსიასთან დაკავშირებით. ამასთან დაკავშირებით საქართველოს ხელისუფლება სამრაცხვინოდ და საგანგაშოდ დუმს. ეს დუმილი შეგვიძლია პირდაპირ ვთქვათ, რომ არის შემრიგებლური პოზიცია საქართველოს სუვერენიტეტის მოშლასთან დაკავშირებით. სამწუხაროდ ეს ხელისუფლება წლების განმავლობაში ამ მიზანმიმართულ, გატრუნულ პოლიტიკას აწარმოებს. ხალხს აჯერებს, რომ რაც უფრო ჩუმად ვიქნებით, რაც უფრო გატრუნულები ვიქნებით და რაც უფრო ნაკლებად დავიცავთ ჩვენი ქვეყნის სუვერენიტეტს, მით უფრო ნაკლებად შეგვეხება სუვერენიტეტის რღვევა, მით უფრო ნაკლებად შეგვეხება მტერი. სინამდვილეში ეს ასე არ არის. ზუსტად ეს მაგალითი კარგად აჩვენებს, რომ პირიქით, საქართველოს ხელისუფლებამ უნდა ეცადოს ამ ქვეყნის გაძლიერება ყველა მიმართულებით იმისთვის, რომ ვერ მოგვერიონ, ჩვენი ქვეყნის ინტერესები დავიცვათ და გრძელვადიან პერსპექტივაში ჩვენი ტერიტორიები დავიბრუნოთ", - გიორგი ნონიაშვილი.