უკრაინაში რუსეთის შეჭრის ფონზე, იაპონია რუსეთის მიერ კურილის კუნძულების ოკუპაციის ფორმულირებას აბრუნებს "დიპლომატიის ლურჯ წიგნში", - დიპლომატიურ სამთავრობო ცნობარში, რომელიც 1957 წელს გამოიცა. ამის შესახებ იაპონური სააგენტო Kyodo წყაროზე დაყრდნობით იუწყება.
სააგენტოს წყაროს თქმით, ცნობარში მოცემული იქნება, რომ "ჩრდილოთ ტერიტორიები წარმოადგენს იაპონიის განუყოფელ ნაწილს და დღეისათვის უკანონოდ ოკუპირებულია რუსეთის მიერ". ბოლოს სამხრეთ კურილის ოკუპაციაზე "ლურჯ წიგნში" ნახსენები იყო 2003 წელს, ხოლო ის, რომ კურლის კუნძულები იაპონიის კუთვნილებაა - 2011 წელს.
მარტში, რუსეთმა დასავლეთის სანქციების ფონზე, რომელსაც იაპონიაც შეურთდა, ტოკიოსთან ამშვიდობო შეთანხმების მოლაპარაკებები შეწყვიტა. ამასთან, იაპონიის მოქალაქეებისთვის, რომლებიც კურილის კუნძულებზე გადადიან, უვიზო რეჟიმი გააუქმა, ასევე გავიდა იაპონიასთან კურილის კუნძულებზე ერთობლივი ეკონომიკური საქმიანობის შეთანხმებიდან.
23 თებერვალს, უკრაინაში შეჭრამდე ერთი დღით ადრე იაპონია, კანადა და ავსტრალია შეურთდნენ აშშ-ს, დიდ ბრიტანეთსა და ევროკაშირს და კრემლის მიერ დონეცკისა და ლუჰანსკის სეპარატისტული რეგიონების "დამოუკიდებლობის აღიარებისთვის" რუსეთს სანქციები დაუწესა. იაპონიამ ვიზების გაცემა აკრძალა იმ პირებისთვის, რომლებსაც თვითაღიარებულ რესპუბლიკებთან კავშირი აქვთ.
მოგვიანებით იაპონიამ სანქციები დაუწესა რუს თანამდებობის პირებსა და ბიზნესმენებს, მათ შორის რუსეთის პრეზიდენტის პრესსპიკერ დმიტრი პესკოვს, პრეზიდენტის ადმინისტრაციის ხელმძღვანელის მოადგილეეს დმიტრი კოზაკსა და სერგეი კირიენკოს, ჩეჩნეთის ლიდერს რამზან კადიროვს, ოლიგარქ ალიშერ უსმანოვსა და სხვებს, ასევე პერსონალური სანქციები დაუწესა ვლადიმირ პუტინს.
მოსკოვი და ტოკიო გასული საუკუნის 50-იანი წლებიდან აწარმოებენ მოლაპარკებებს სამშვიდობო შეთანხმების მიღწევის მიზნით. მაგრამ მათ ამ დრომდე შეთანხებას ვერ მიაღწიეს კურილის სამხრეთ ნაწილთან დაკავშირებით.
მეორე მსოფლიო ომის დასრულების შემდეგ არქიპელაგი საბჭოთა კავშირმა მიითვისა, თუმცა იაპონია პრეტენზიას აცხადებს კურილის ქედის ოთხ სამხრეთ კუნძულზე - იტურუპზე, შიკოტანზე, კუნაშირსა და ჰაბომაიზე. მოსკოვი აცხადებს, რომ ამ ტერიტორიებზე რუსეთის სუვერენიტეტი შეესაბამება საერთაშორისო სამართალს.
შეგახსენებთ, 04 მარტს, რუსეთის საგარეო საქმეთა სამინიტროს პრესსპიკერმა მარია ზახაროვამ იაპონიას მიმართა და "ურჩია", რუსეთის მიმართ ტერიტორიული პრეტენზიები სამუდამოდ დაივიწყოს.