შარლ მიშელი ხელახლა აირჩიეს ევროპული საბჭოს პრეზიდენტად. იტყობინება ევროკავშრის პრესსამსახური.
"ევროპულმა საბჭომ გადაწყვიტა, რომ მიშელი უხელმძღვანელებს ევროკავშირის ამ ორგანოს მომდევნო ორწელიწადნახევრის განმავლობაში, 2024 წლის 30 ნოემბრამდე", - ნათქვამია გავრცელებულ ინფორმაციაში.
ახალი ვადის ათვლა იწყება 2022 წლის 1 ივნისს.
შარლ მიშელი ევროპის საბჭოს მესამე პრეზიდენტია მას შემდეგ, რაც ეს ორგანო 2009 წლის 1 დეკემბრიდან, ლისაბონის ხელშეკრულების თანახმად, ფუნქციონირებს.
მანამდე ის ბელგიის პრემიერ მინისტრი იყო.
ევროპული საბჭოს პრეზიდენტი უძღვება საბჭოს შეხვედრებს და ხელმძღვანელობს ამ ორგანოს ფუნქციონირებას. ის ასევე პასუხისმგებელია ევროკავშირის საგარეო წარმომადგენლობაზე საერთო საგარეო პოლიტიკისა და უსაფრთხოების საკითხებში.