"ქართული პარტია" არსებული რეჟიმის "დასამთავრებლად" რამდენიმე თვეს ითხოვს.
"ჩვენ რამდენიმე თვე გვჭირდება იმისთვის, რომ გავძლიერდეთ, რამდენიმე თვე, რომ შევქმნათ ძლიერი პარტიული მანქანა და გაზაფხულისთვის ვიყოთ აბსოლუტურად ყველა გამოწვევისთვის მზად... ჩვენ დავამთავრებთ ამ რეჟიმს, რა ფასადაც არ უნდა დაგვიჯდეს ეს ბრძოლა. ამას მივიჩნევთ ჩვენს მოვალეობას და ამ მიზნის მიღწევაში ხელს ვერავინ შეგვიშლის... ჩვენ არ გვჭირდება უსაზღვრო დრო და ხალხის მუდმივად დაპირებაში ყოფნას არ ვაპირებთ. გვჭირდება რამდენიმე თვე, რათა გავძლიერდეთ ხელისუფლებისთვის გამანადგურებელი დარტყმის მისაყენებლად", - განაცხადა პარტიის ერთ-ერთმა ლიდერმა ირაკლი ოქრუაშვილმა საზოგადოებისადმი მორიგ ვიდეომიმართვაში, რომელიც "ქართული პარტიის" დღევანდელ ყრილობაზე გავრცელდა.
"არასდროს მოგიწოდებთ, რომ გააგრძელოთ ბრძოლა იქ, სადაც ჩვენ არ ვიქნებით. მე, პირადად, არასდროს მოგიწოდებთ, რომ იბრძოლოთ ისეთ დროს, როცა მე თქვენ გვერდით - საქართველოში არ ვიქნები. ეს შეგიძლიათ ჩათვალოთ ერთგვარ ტესტად, რომლითაც მუდამ შეამოწმებთ ჩემს ერთდგულებას და ჩემს თქვენთან ერთად ყოფნას. თითოეულ თქვენგანს უნდა ესმოდეს, რომ ჩვენ არ შეგვიძლია სასწაულების მოხდება და თქვენი თანადგომის გარეშე წარტამების მიღწევა", - აცხადებს ოქრუაშვილი.