საპარლამენტო უმრავლესობა ოპოზიციას ურჩევს, კარგი იქნება, "სხვების" დასანახად მაინც თქვან, რომ ქვეყნის ინტერესებისთვის ხელისუფლების გვერდით დგანან. ამის შესახებ დღეს პლენარულ სხდომაზე იურიდიულ საკითხთა საპარლამენტო კომიტეტის თავმჯდომარე პავლე კუბლაშვილმა ოპოზიციის მიერ საქართველოს პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილის ევროპარლამენტში გამოსვლის შეფასების საპასუხოდ განაცხადა.
"აქ მაინც დადექით ჩვენთან იმისთვის, რომ გავაძლიეროთ სახელმწიფო და არა პოლიტიკური პარტია", - აღნიშნა კუბლაშვილმა.