საქართველოს პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილის თქმით, საქართველოსა და მოლდოვას საერთო ევროპული მომავალი აახლოებს.
მისი თქმით, მოლდოვას ევროპაში ინტეგრაციისთვის დიდი შანსი აქვს.
"ჩვენ საერთო ევროპული მომავალი გვაახლოებს. დარწმუნებულები ვართ, რომ მოლდოვას ევროპაში ინტეგრაციისთვის დიდი შანსი აქვს. არც ერთი ქვეყანა არ დგას ჩვენთან ისე ახლოს, ვგულისხმობ განვითარების სინქრონულობას, როგორც მოლდოვა. ჩვენ გამოგყვებით თქვენ. ჩვენ თქვენი გულშემატკივრები ვართ და მხარს გიჭერთ განვითარების პროცესში. ეს მომენტალურად მოგვიტანს წარმატებას ჩვენც, ბელორუსსაც, უკრაინასაც და მთელ კავკასიის რეგიონს. როგორც არასოდეს, თქვენ ისტორიული შანსი გაქვთ, იყოთ წარმატებულები", - განაცხადა სააკაშვილმა მოლდოვას პრეზიდენტ მიხაილ გიმპუსთან შეხვედრის შემდეგ გამართულ პრესკონფერენციაზე.
სააკაშვილი მოლდოვაში ერთდღიანი ვიზიტით იმყოფებოდა.