"მოლდოვას პრეზიდენტის მიერ გადმოცემულ ჯილდოს იმ დიდი მეგობრობისა და ძმობის ნიშნად ვიღებ, რომელიც ჩვენს ქვეყნებს შორის არსებობს", - განაცხადა საქართველოს პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა მოლდოველ კოლეგა მიხაი გიმპუსთან შეხვედრის შემდეგ გამართულ პრესკონფერენციაზე.
"ჩემთვის დიდი პატივია, მივიღო მოლდოვის უმაღლესი ჯილდო. ამ ჯილდოს იმ დიდი მეგობრობისა და ძმობის ნიშნად ვიღებ, რომელიც ჩვენს ხალხებს შორის არსებობს. ჩვენ ისტორიამ დაგვაახლოვა, რომელშიც როგორც კარგი, ასევე ცუდი მომენტებიც იყო. მე 7-დღიანი ტურნე მქონდა, რომლის ფარგლებში გავმართე შეხვედრები ნატოს წევრი ქვეყნების ლიდერებთან, ბარაკ ობამასთან და სიტყვით გამოვედი ევროპარლამენტის წინაშე. ეს ჯილდო ამ ტურნეს კარგ ნოტზე ასრულებს", - განაცხადა სააკაშვილმა.
სააკაშვილი ერთდღიანი ვიზიტით მოლდოვაში დღეს ჩავიდა. ის მოლდოვის პრეზიდენტ მიხაი გიმპუს შეხვდა. შეხვედრის დასრულების შემდეგ გიმპუმ სააკაშვილი მოლდოვის უმაღლესი ჯილდოთი - რესპუბლიკის ორდენით დააჯილდოვა.