ქართული პარტიის თავმჯდომარე სოზარ სუბარი იქნება. ამ პოსტზე მისი კანდიდატურა პარტიამ დღევანდელ დამფუძნებელ ყრილობაზე დაამტკიცა.
პარტიის თანათავმჯდომარეები იქნებიან ლევან გაჩეჩილაძე და ირაკლი ოქრუაშვილი. გენერალური მდივნის თანამდებობას კოკა გუნცაძე დაიკავებს, პოლიტკური მდივნისას კი - ეროსი კიწმარიშვილი.
ქართული პარტიის დამფუძნებელ ყრილობაზე პარტიის წესდება და კრიზისიდან ქვეყნის გამოყვანის სამოქმედო გეგმა მიიღეს.
ყრილობას მთელი ქვეყნის მასშტაბით 2 400 დელეგაცი ესწრებოდა.