უკრაინულმა ძალებმა მარიუპოლში, რუსული თვითმფრინავი ჩამოაგდეს, რომელიც ბოლო კვირებში ქალაქს ანადგურებდა. ინფორმაციას საქალაქო საბჭო ავრცელებს.
"აუზ ნეპტუნის რაიონში ჩვენმა დამცველებმა ჩამოაგდეს რუსი კაფირების თვითმფრინავი, რომელიც ბოლო კვირებში ანადგურებდა ჩვენს ქალაქს. ასე დაემართება ყველა მტერს! ყველას, ვინც ჩვენი თავისუფლება და ჩვენი ქალაქი შელახა", - ნათქვამია ინფორმაციაში.
დღეს რუსულმა ავიაციამ მარიუპოლში მძლავრი ავიაბომბები ჩამოყარა. მარიუპოლი ისევ ბლოკადაშია. ოკუპანტები ქალაქს ინტენსიურად ბომბავენ. ქალაქში დანგრეულია მთელი ინფრასტრუქტურა. მოსახლეობას არ აქვს წყალი, საკვები, მედიკამენტები. ქალაქში ჰუმანიტარული კატასტროფაა. დაღუპულია 2 ათასზე მეტი ადამიანი, თუმცა ზუსტი მონაცემების დადგენა შეუძლებელია.