ქართული პარტიის ერთ-ერთი ლიდერის ეროსი კიწმარიშვილის განცხადებით, "ევროკავშირის წევრები მაშინ გავხდებით, როცა ევროპას საკუთარ თავში ავაშენებთ".
"საკმარისი არ არის მხოლოდ ევროკავშირის კარზე მიკაკუნება და იმის ძახილი, რომ გვსურს მისი წევრობა. ევროკავშირის წევრები მაშინ გავხდებით, როცა ევროპას საკუთარ თავში ავაშენებთ და როცა ევროპული იდეებით დავიწყებთ ცხოვრებას", - განმარტა კიწმარიშვილმა.
მისი თქმით, საქართველოს ევროკავშირიში ინტეგრაციას ხელს მეზობელ რუსეთთან მოუგვარებელი ურთიერთობები უშლის.
"ჩვენ ვერ გავხდებით ევროკავშირის ნაწილი, თუ არ მოვახდენთ ურთიერთობის ნორმალიზციას რუსეთთან. ჩვენ ვალდებულნი ვართ ეს გავაკეთოთ. რადგან მოსკოვთან კარგი ურთიერთობა აუცილებელია არ მხოლოდ ტერიტორიული მთილიანობის აღსადგენად, არამედ საქართველოს ეკონომიკური განვითარებისთვისაც", _ განაცხადა მან.
ქართული პარტიის ლიდერის შეფასებით, დღეს საქართველოს საშინლად შელახული საერთაშორისო იმიჯი აქვს.