რუსეთთან ურთიერთობის აღდგენა "ქართული პარტიის" სამ პრიორიტეტს შორის ერთ-ერთია. ახლად დაფუძნებული პოლიტიკური მოძრაობის პრიორიტეტები დელეგატებს პარტიის დღევანდელ ყრილობაზე ერთ-ერთმა ლიდერმა კოკა გუნცაძემ გააცნო.
"ჩვენ აღვადგენთ ურთიერთობას რუსეთთან, რადგან მასთან ურთიერთობის გარეშე არ იქნება უსაფრთხოება და დიალოგი აფხაზებსა და ოსებთან", - განაცხადა გუნცაძემ.
მისი განმარტებით, რუსეთი არა მხოლოდ დიდი სახელმწიფოა, არამედ ანგარიშგასაწევი ძალაცაა.
"საქართველო უნდა იყოს პოზიტიური გადაკვეთის წერტილი და არაფრით არ შედის კონფრონტაცია ჩვენს მიზნებში", - განაცხადა გუნცაძემ.