"ხშირად გვაკრიტიკებდნენ ჩვენ მიერ გამეორებული ფრაზების გამო, რომ "თუ ასე გაგრძელდება, გადავიჩეხებით". ჩვენ გადავიჩეხეთ და უკვე ფსკერზე ვართ", - ამის შესახებ "დაიცავი საქართველოს" ლიდერმა დავით მაღრაძემ ქართული პარტიის ყრილობაზე განაცხადა.
მისი განმარტებით, "ფსკერიდან ამოცოცების გზაზე საქართველოს საზოგადოებისა და პოლიტიკოსების გაყოფის ტენდენცია არ გამოადგება.
"დღეს არის ასეთი ტენდენცია, რომ პოლიტიკოსებს აღარ ენდობიან. ეს ტენდენცია სიკეთემდე არ მიიყვანს ქართულ საზოგადოებას და ფსკერიდან ამოცოცების გზაზე ეს არ გამოგვადგება. ვფიქრობ, პოლიტიკოსებისა და საზოგადოების გამიჯვნა არასწორია. იმის თქმა, რომ პოლიტიკოსები ბინძურები არიან, ჩვენ, საზოგადოება კი ანგელოზთა საკრებულო, არ შეიძლება", - განაცხადა მაღრაძემ, რომლის განმარტებითაც, "გადარჩენისთვის ერთიანობაა საჭირო.
მისი შეფასებით, საქართველოში ფსევდოლიბერალურმა მოდერნიზაციამ სამარცხვინო კრახი განიცადა, რადგან ის არავითარ რელაობას არ ეფუძნებოდა.
"ამიტომ ასეთი შედეგი ლოგიკური იყო", - განმარტა მაღრაძემ.