"დაიცავი საქართველოს" ლიდერი დავით მაღრაძე არ გამორიცხავს, რომ საკუთარი ძალაუფლების შენარჩუნების სანაცვლოდ, საქართველოს ხელისუფლებამ აფხაზეთისა და ე. წ. სამხრეთ ოსეთის დამოუკიდებლობა აღიაროს.
"ჩვენ ვერ მივესალმებით საქართველოს ხელისუფლების იმ განცხადებას, რომ რუსეთთან ურთიერთობა მისაღებია იმ შემთხვევაშიც კი, თუ ის საქართველოს ტერიტორიიდან ჯარებს არ გაიყვანს. ჩვენ თუ ასე ინერტულად ვიმოქმედებთ, ეს ხელისუფლება აფხაზეთსა და სამხრეთ ოსეთის დამოუკიდებლობასაც აღიარებს", _ განაცხადა მაღრაძემ "ქართული პარტიის" ყრილობაზე.
მისი განმარტებით, ეს იმ შემთხვევაში მოხდება, თუ აღნიშნულს "ხელისუფლების შენარჩუნების ფასი დაედება".