"დაიცავი საქართველოს" ლიდერის, დავით მაღრაძის შეფასებით, ლისაბონის ნატოს სამიტი რუსულ-ევროპული ურთიერთობების მოგვარების ტრიუმფი იყო.
ამის შესასხებ მან ქართული პარტიის დამიფუძნებელ ყრილობაზე განაცხადა.
მისი განმარტებით, ევროპა და რუსეთი, ისე როგორც აშშ და რუსეთი, ურთიერთობების სხვა - უფრო მაღალ ხარისხზე სწორედ ლისაბონის სამიტზე გადავიდა.
"რა ნიშა დარჩა ამ ხელისუფლებას? - არავითარი. ჩვენ უნდა ვიპოვოთ ჩვენი ნიშა და ამისთვის ცვლილებებია აუცილებელი", - განაცხადა მაღრაძემ.