რუსმა ოკუპანტებმა მარიუპოლში ხელოვნების სკოლა დაბომბეს, რომელსაც თავს მშვიდობიანი მოქალაქეები აფარებდნენ, შენობა დანგრეულია, ადამიანები ნანგრევებში არიან მოყოლილნი. ინფორმაციას Telegram-ზე მარიუპოლის საქალაქო საბჭო ავრცელებს.
"რუსმა ოკუპანტებმა ხელოვნების №12 სკოლა დაბომბეს, რომელსაც თავს 400-მდე მარიუპოლელი აფარებდა - ქალები, ბავშვები და მოხუცები".
ნანგრევებში ამ დრომდე რჩებიან მოქალაქეები. დაშავებლთა რაოდენობა ზუსტდება.
ქალაქის ადმინისტრაციაში აღნიშნავენ, რომ რუსი ოკუპანტები აგრძელებენ უკრაინელი ხალხისა და მარიუპოლის მშვიდობიანი მოსახლეობის გენოციდს.