პარლამენტმა ამერიკის შეერთებულ შტატებში საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიან ელჩად თემურ იაკობაშვილი 91 ხმით 0-ის წინააღმდეგ დაამტკიცა.
შეგახსნებთ, რომ თემურ იაკობაშვილს ელჩად დანიშვნამდე 2008 წლიდან 2010 წლის 20 ნოემბრამდე რეინტეგრაციის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის და ვიცე-პრემიერმინისტრის პოსტი ეკავა.
საქართველოს პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილის განკარგულების საფუძველზე იაკობაშვილი რეინტეგრაციის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის თანამდებობაზე უშიშროების საბჭოს მდივანმა ეკა ტყეშელაშვილმა ჩაანაცვლა.
რაც შეეხება აშშ-ში საქართველოს ელჩს, ბათუ ქუთელიას, იგი უშიშრობის საბჭოში მდივნის მოადგილის თანამდებობას დაიკავებს, ხოლო უშიშროების საბჭოს მდივნის პოსტი საგარეო საქმეთა მინისტრის პირველმა მოადგილემ გიგა ბოკერიამ დაიკავა.
გრიგოლ ვაშაძის პირველი მოადგილის ადგილი ჯერჯერობით ვაკანტურია.