საქართველოსა და ირანის ურთიერთობა სრულად ჯდება საერთაშორისო ჩარჩოებში. ამის შესახებ განაცხადა აშშ-ში საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიან ელჩის კანდიდატურაზე წარდგენილმა თემურ იაკობაშვილმა განაცხადა.
"მიმაჩნია, რომ საქართველოს კარგი ურთიერთობა უნდა ჰქონდეს ყველა მეზობელთან, ირანიც ჩვენი მეზობელია. მნიშვნელოვანია, რომ ირანთან გვაქვს ეკონომიკური, კულტურული ურთიერთობები, ასევე პოლიტიკური, რომელიც საერთაშორისო ჩარჩოებში ჯდება", - აღნიშნა იკობაშვილმა.
მისი თქმით, ქართული მხარისთვის მნიშვნელოვანია, რომ ირანი საერთაშორისო საზოგადოების სრულფასოვანი წევრი იყოს და საქართველო თუ ამის მიღწევაში წვლილს შეიტანს, მხოლოდ მისასალმებელი იქნება.