საპარლამენტო უმრავლესობა ლისაბონში ქართული დელეგაციის მიერ მსუბუქი ყოფაქცევის ქალებთან კავშირის შესახებ გავრცელებულ ინფომაციას არასერიოზულად უყურებს.
"ამ საკითხზე შემიძლია მხოლოდ ეს კომენტარი გავაკეთო - ქართულ დელეგაციას ლისაბონის სამიტზე ყოფნის დროს ასეთივე წამატებით შეუძლითა დააბრალონ, რომ ისინი სამიტის დაწყების ან დამთავრების წინ ჩვილი ბავშვების ჭამით იყვნენ დაკავებულები", - აღნიშნა პავლე კუბლაშვილმა.
შეგახსენებთ, რომ "მორნინგ სტარში" დაიბეჭდა სტატია, რომ ლისაბონის სამიტზე ქართული დელეგაციას სასტუმროში მსუბუქი ყოფაქცევის ქალები ჰყავდათ აყვანილი.