უმრავლესობის წევრებმა და არასამთავრობო ორგანიზაციის წარმომადგენლებმა მედიაგამჭირვალობასთან დაკავშირებით მომზადებული კანონპროექტი განიხილეს.
როგორც შეხვედრის დასრულების შემდეგ უმრავლესობის წევრმა, იურიდიულ საკითხთა კომიტეტისის თავმჯდომარემ პავლე კუბლაშვილმა აღნიშნა, არასამთავრობო სექტორის მიერ კანონპროექტის შესახებ რამდენიმე შენიშვნა და წინადადება გამოითქვა, რომელთა ნაწილის გათვალისწინებაც მოხდება.
"შეხვედრა ძალიან საინტერესო იყო. მოვისმინეთ კონკრეტული წინადადებები, რომელიც არის ინიცირებული პარლამენტში მაუწყებლის ლიცენზიის მფლობელების გამჭირვალობის საკითხთან დაკავშირებით. ასევე გამოითქვა რამდენიმე შენიშვნა და დაზუსტება, რომლის ნაწილიც გათვალისწინებული იქნება", - აღნიშნა კუბლაშვილმა.
შეხვედრას არასამთარობო ორგანიზაციების, მედიასაშუალების ხელმძღვანელები და მედია ექსპერტები ესწრებოდნენ.