დეპუტატი დიმიტრი ლორთქიფანიძე პრეზიდენტის მიერ გიორგობის დღესასწაულთან დაკავშირებით შეწყალებული მსჯავრდებულების შესახებ ინფორმაციის საჯაროობას ითხოვს.
შესაბამისი საკითხი ლორთქიფანიძემ პარლამენტის დღევანდელ სესიაზე დააყენა და პრეზიდენტის ადმინისტრაციის უფროს დავით ტყეშელაშვილს მიმართა.
"დემოკრატიული ღირებულების მატარებელი ნებისმიერი სახელმწიფოსთვის მნიშვნელოვანია შეწყალების აქტი, მაგრამ არანაკლებ მნიშვნელოვანია შეწყალების პროცესის გამჭვირვალობა. პრეზიდენტი ერთი კვირაა საქართველოში არ იმყოფება და საინტერესოა როდის მოახერხა 220-დან 161 პატიმრის საქმის გაცნობა და მათი შეწყალების შესახებ გადაწყვეტილების მიღება, როცა 18 ნოემბერისთვის დადებითად მხოლოდ 59 მსჯავრდებულის საქმე იყო შეფასებული", - განაცხადა ლორთქიფანიძემ დღევანდელ სხდომაზე.
მისივე განმარტებით, "საზოგადოებას აქვს უფლება იცოდეს იმ პირთა ვინაობა, რომლებიც გიორგობის დღესასწაულზე გათავისუფლდნენ".
"მოვუწოდებ ბატონ დავით ტყეშელაშვილს, ამ საკითხთან დაკავშირებით განცხადება გააკეთოს და აღნიშნული პირების გასაჯაროება განახორციელოს", - განმარტა ჩახვაძემ.
შეგახსენებთ, რომ მიხელ სააკაშვილმა 23 ნოემბერს 220 მსჯავრდებული შეიწყალა.