პარლამენტის თავმჯდომარემ დავით ბაქრაძემ საპარლამენტო ოპოზიციას მოუწოდა, რომ არ გაკეთონ ისეთი განცხადების, რომელიც საქართველოს მტრების წისქვილზე წყალს დაასხავს.
"ვერ დავეთანხმდები ოპოზიციას, რომ სამშვიდობო ინიციატივებთან დაკავშირებით პრეზიდენტი ძლივს გამოვიდა ინიციატივით. გაიხსენეთ 2004 წლიდან, რომ პრეზიდენტი სამშვიდობო ინიციატივა გაეროში, ევროკავშირში გამოვიდა. კარგად დაფიქრდით, რომ შიდა პოლიტიკური დებატში ხართ და ნუ გააკეთებთ იმ მხარეს, რომელიც ამტკიცებს, რომ რაც მოხდა მხოლოდ და მხოლოდ საქართველოს ბრალია", - აღნიშნა ბაქრაძემ.
ამასთან, ბაქრაძემ ოპოზიციას მოუწოდა გაიხსენონ, 2008 წლის მოვლენებს წინ რა პროცესებიც უძღოდა.
"ნუ გააკეთებთ ისეთ განცხდებას, რომელიც ჩვენი მტრის წისქვილზე ასხამს წყალს. შიდა პოლიტიკურ დებატებს ნუ გადავაყოლებთ სახელმწიფო ინტერესებს. გადაბრუნებული ურემი არის რუსეთის აგრესია, შიდა დებატებმა არ უნდა მიიღოს ფორმა, რომელიც ეწინააღმდეგება სახელმწიფო ინტერესებსა და სიმათლეს", - განაცხადა ბაქრაძემ.
შეგახსნებთ, რომ დღეს საპარლამენტო ოპოზიციამ აღნიშნა, რომ პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილის სამშვიდობო ინიციატივა 2008 წლის აგვისტომდე რომ გაეჟღერებინა, შესაძლოა ომი აცილება მომხდარიყო.