"ქრისტიან-დემოკრატებს'' ხელისუფლების ორგიების მოწყობის არ შურს. ამის შესახებ პარლამენტის დღევანდელ პლენარულ სხდომაზე საპარლამენტო უმცირესობის წევრმა ნიკოლოზ ლალიაშვილმა უმრავლესობის წევრის აკაკი მინაშვილის განცხადების კომენტირებისას აღნიშნა.
"ვისი უნდა გვშურდეს? თქვენი, რომ ლისაბონის სამიტზე არ ვიყავით დელეგაციის წევრები და არ ვიღებდით მონაწილეობას იმ საინტერესო საღამოებში?! თუ იმის უნდა გვშურდეს, რომ საგარეო პოლიტიკაში ქარაფშუტული მიდგომები როგორც იქნა პრაგმატული მიდგომებით შეიცვალა?! თუ იმის უნდა გვშურდეს, რომ მოყვარეს შიგნით და მტერს გარეთ აყრით თვალში ნაცარს და ადამიანს 6 წლით იმის გამო სვამთ ციხეში, რომ ელიავას ბაზრობაზე საკუთარი ჯიხურის წინ დანით ძეხვს ჭრიდა და თუ იმის უნდა გვშურდეს, რომ მოგვაქვს თავი ყველაზე ლიბერალური სისიხლის სამართლებრივი პოლიტიკა გვაქვს", - აღნიშნა ლალიაშვილმა.
როგორც ცნობილია, აკაკი მინაშვილმა "ქრისტიან-დემოკრატები" დღეს შურიანობაში დადანაშაულა და აღნიშნა, რომ მათი შური დღევანდელი ხელისუფლების საერთაშორისო დონეზე მიღწეული წარმატებას უკავშირდება.