უკრაინაში რუსეთის სამხედრო ინტერვენციის გამო, დიდმა ბრიტანეთმა რუსეთის კიდევ 370 ფიზიკური და იურიდიული პირი შეიყვანა სანქცირებულთა სიაში.
სანქციები მოიცავს აქტივების გაყინვას და მოგზაურობის აკრძალვას.
სანქცირებულთა შორის არიან:
მიხაილ მიშიუსტინი - პრემიერ-მინისტრი;
დიმიტრი მედვედევი - რუსეთის პრეზიდენტი (2008-2012), პრემიერ-მინისტრი (2012-2020) და რუსეთის უშიშროების საბჭოს თავმჯდომარის მოადგილე (2020 წლიდან);
დმიტრი პესკოვი - პუტინის პრესმდივანი;
სერგეი შოიგუ - თავდაცვის მინისტრი;
მარია ზახაროვა - რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს სპიკერი;
მარგარიტა სიმონიანი - რუსეთის მიერ მხარდაჭერილი საინფორმაციო არხის RT-ის მთავარი რედაქტორი;
პიოტრ ავენი - რუსეთის უმსხვილესი საინვესტიციო ბანკის, ალფა-ბანკის თანადამფუძნებელი;
მიხაილ ფრიდმანი - ლონდონში მცხოვრები ოლიგარქი, ალფა ბანკის თანადამფუძნებელი;
მანამდე დიდმა ბრიტანეთმა რუსეთს სავაჭრო შეზღუდვები დაუწესა, მათ შორის არაყზე დამატებითი 35%-იანი ტარიფი.