ბრიტანეთის ხელისუფლებამ რუსეთის წინააღმდეგ დაწესებული სანქციები გააფართოვა.
BBC-ის ცნობით, უკრაინაში რუსეთის სამხედრო ინტერვენციის გამო, დიდმა ბრიტანეთმა რუსეთის კიდევ 370 ფიზიკური და იურიდიული პირი შეიყვანა სანქცირებულთა სიაში.
სანქციებს დაქვემდებარებიან რუსეთის ფედერაციის ყოფილი პრეზიდენტი, უშიშროების საბჭოს თავმჯდომარის მოადგილე დიმიტრი მედვედევი, თავდაცვის მინისტრი სერგეი შოიგუ, პრემიერ მინისტრი მიხაილ მიშუსტინი, ეროვნული გვარდიის უფროსი ვიქტორ ზოლოტოვი, კრემლის სპიკერი დმიტრი პესკოვი და რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს სპიკერი მარია ზახაროვა.
გარდა ამისა, სანქციები დაწესდა რამდენიმე რუსი ოლიგარქის მიმართ. მათ შორის არიან ანდრეი მელნიჩენკო, სასუქების მთავარი მწარმოებლის EuroChem Group AG და ციმბირის ქვანახშირის ენერგიის კომპანიის (SUEK) მფლობელი, მილიარდერები პეტრ ავენი და მიხაილ ფრიდმანი.
"შავ სიაში" ასევე მოხვდნენ პროპაგანდისტული სატელევიზიო არხის RT-ის მთავარი რედაქტორი მარგარიტა სიმონიანი, პირველი არხის აღმასრულებელი დირექტორი კონსტანტინ ერნსტი და ტელეწამყვანი ვლადიმერ სოლოვიოვი.
დიდმა ბრიტანეთმა ამ მოქალაქეებს თავის ტერიტორიაზე შესვლა აუკრძალა და მათი აქტივები გაყინა.