პარლამენტში ახალი დროებითი კომისიის შექმნა იგეგმება.
როგორც სპოსტისა და ახალგაზრდული კომიტეტის თავმჯდომარემ გიორგი ასანიძემ "ჯი-ეიჩ-ენს" განუცხადა, საქართველოს ოლიმპიურ კომიტეტთან და ხელისუფლებასთან ერთად მიმდინარეობს მუშაობა ახალი დროებითი კომისიის შექმნაზე. კომისიის მიზანი იქნება სოჭის 2014 წლის ოლიმპიადის ფარგლებში რუსეთის ხელისუფლება აიძულოს, დაიცვას საერთაშორისო ოლიმპიური კომიტეტის ყველა მოთხოვნა.
"ჩვენი მიზანი ოლიმპიადის ჩაშლა არ არის. ჩვენ გვინდა, რომ რუსეთმა ყველა საერთაშორისო ვალდებულება შეასრულოს და არ მოხდეს ჩვენი ოკუპირებული ტერიტორიებიდან ინერტული მასალების უკანონო გამოყენება, ასევე დაცული იყოს უსაფრთხოების ზომები", - აღნიშნა ასანიძემ.
მისივე თქმით, ჯერჯერობით უცნობია ახალი კომისიის შექმნის თარიღი და მისი სახელწოდება.