საქართველოს ხელისუფლების მთავრი მიზანი ქვეყნის დეოკუპაცია და თავისუფლი, დემოკრატიული სახელმწიფოს აშენებაა.
ამის შესახებ დღევანდელ პლენარულ სხდომაზე უმრავლესობის წევრმა, პარლამენტის პირველმა ვიცე-სპიკერმა მიხეილ მაჭავარიანმა სიტყვის გამოსვლისას განაცხადა.
"ჩვენი ქვეყნის გარშემო მიმდინარეობს ისეთი პროცესები, როგორიც არის მიხეილ სააკაშვილის აშშ-ის პრესიდენტ ბარაკ ობამასთან შეხვედრა, ნატოს სამიტზე მიღებულ დოკუმენტში საქართველოს ტერიტორიების ოკუპირებულად მოხსენიება, ევროპარლამენტის საგარეო კომიტეტის მიერ ოკუპაციის აღიარება. ეს არის ის, რაც უკვე მიიღწა, ეს არის როცა ყინული დაიძრა და ჩვენი მიზანია საბოლოო დეოკუპაციის მიღწევა და თავისუფალი, დემოკრატიული ქვეყნის მშენებლობა", - აღნიშნა მაჭავარიანმა.
ამასთან, მაჭავარიანის თქმით, ეს მხოლოდ დასაწყისია და მსგავსი აქტივობები მომავალშიც გაგრძელდება.
"ჩვენი მიზნის მისაღწევად მნიშვნელოვანი შევხვედრები იანვარშიც იქნება. ძალიან სერიოზული შეხვედრები გვაქვს დაგეგმილი 17 იანვარს ევროსაბჭოშო", - აღნიშნა ვიცე-სპიკერმა.
შეგახსენებთ, რომ საქართველოს პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი გუშინ ევროპარლამენტში სიტყვით გამოვიდა და რუსეთს დიალოგისკენ კიდევ ერთხელ მოუწოდა და დასაძიანა, რომ საქართველოს ხელისუფლება ტერიტორიული მთლიანობის აღდგენას ძალის გამოყენებით არ აპირებს.