ბელარუსის ძალები უკრაინაში შესაძლოა, დღეს, 11 მარტს, ადგილობრივი დროით 21:00 საათამდე შეიჭრას. იუწყება უკრაინის სტრატეგიული კომუნიკაციებისა და ინფორმაციის უსაფრთხოების ცენტრი.
როგორც უკრაინის დაზვერვისთვის გახდა ცნობილი, მოსკოვში ბელარუსის არალეგიტიმურმა ავტორიტარმა პრეზიდენტმა ალექსანდრ ლუკაშენკამ და რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმირ პუტინმა სატელეფონო ზარები განახორციელეს.
უკრაინის ხელისუფლება ვარაუდობს, რომ პუტინმა ბელარუსის ტერიტორიაზე ავიაიერიშის ბრძანება გასცა, ლუკაშენკამ კი ბელარუსის შეიარაღებულ ძალებს უბრძანა უკრაინაზე თავდასხმა 11 მარტს, ადგილობრივი დროით 21:00 საათამდე დაიწყოს.
ლუკაშენკა დღეს ეწვია მოსკოვს და პუტინთან უკრაინის საკითხის ირგვლივ ილაპარაკა. ლუკაშენკამ პუტინთან დაიჩივლა, რომ უკრაინა ბელარუსზე თავდასხმას გეგმავდა.
შეგახსენეთ, უკრაინის საჰაერო ძალებმა დღეს განაცხადა, რომ ბელარუსის ომში ჩართვის მიზნით რუსეთის თვითმფრინავებმა ბელარუსის ტერიტორიაზე ავიადარტყმა განახორციელეს.
„ეს არის პროვოკოცია! რომლის მიზანია ბელარუსის შეიარაღებული ძალების ჩართვა უკრაინის წინააღმდეგ!“, - ნათქვამია საჰაერო ძალების ინფორმაციაში.