უკრაინის საჰაერო ძალების სარდლობა აცხადებს, რომ რუსეთის თვითმფრინავებმა ბელარუსის ტერიტორიაზე ავიადარტყმა განახორციელეს.
"რუსეთის თვითმფრინავები აფრინდნენ ბელარუსის დიბროვცის აეროდრომიდან და შემოვიდნენ უკრაინის ტერიტორიაზე, დატრიალდნენ ჩვენი დასახლებული პუნქტების გოროდიშასა და ტუმენის თავზე, რის შემდეგაც დარტყმები მიაყენეს ბელარუსის დასახებულ პუნქტ კოპანის", - აღნიშნულია საჰაერო ძალების განცხადებაში.
"ეს არის პროვოკოცია! რომლის მიზანია ბელარუსის შეიარაღებული ძალების ჩართვა უკრაინის წინააღმდეგ!", - ნათქვამია ინფორმაციაში.