"ქრისტიან-დემოკრატები" წამოამდგენლებითი სახალხო კრების მონაწილეებს მოუწოდებენ, ხვალინდელ აქციაზე ძალდობის ყოველგვარო მოწოდებებისგან თავი შეიკაონ.
როგორც დღეს ფრაქციის წევრმა ლევან ვეფხვაძემ აღნიშნა, ხვალინდელ აქციას "ქრისტიან-დემოკრატები" არ უერთდებიან, თუმცა სოლიდარობას უცხადებენ, თუკი ორგანიზატორები ყოველგვარი ძალდობის მოწოდებისა და კანონის დარღვევისგან თავს შეიკავებენ.
"კარგი იქნება, თუ აქციის ორგანიზატორები ხალხის შეკრებას მოახერხებენ, მაგრამ ჩვენ კატეგორიული წინააღმდეგები ვართ ყოველგვარი ძალდობისა და ხელისუფლების დამხობის, რადგან ძალდობით მოსული ხელისუფლება ისევ ძალდობის მსხვერპლი ხდება. თუმცა კანონის ფარგლებში საპროტესტო აქცია კარგი სილის გალაწუნებაც შეიძლერბა იყოს ჩვენი თვითკმაყოფილი ხელისუფლების", - აღნიშნა ვეფხვაძემ.
შეგახსენებთ, რომ ხვალ, 25 ნოემბერს პარლამენტის შენობის წინ წარმომადგენლობითი სახალხო კრების აქცია იგეგმება.