"ქრისტიან-დემოკრატები" საარჩევნო გარემოს გაუმჯობესებასთან დაკავშირებით თემატურ განხილვაზე გადასვლას ითხოვენ.
"დღევანდელ სამუშაო შეხვედრაზე კვლავ ტექნიკური საკითხები განიხილება, მაგალითად რამდენი ხმით უნდა მივიღოთ გადაწვეტილება და ა.შ. ამიტომ მოვითხოვთ სარჩევნო გარემოს გაუმჯობესებასთან დაკავშირებით თემატურ განხილვაზე გადავიდეთ უკვე", - აღნიშნა ფრაქცია "ქრისტიან-დემოკრატების" წევრმა ლევან ვეფხვაძემ.
ამასთან ვეფხვაძემ მოუწოდა ყველას, ვინც სამუშაო პროცესისი დროის გაწელვით არის დაინტერესებული, რომ მოსახლებას არ აინტერესებს რამდენი მესამედით მიიღებენ გადაწყვეტილებას, ხალხისთვის საინტერესოა რა შინაარსის გადაწვეტილებები იქნება მიღებული.
შეგახსენებთ, რომ საარჩევნო გარემოს გაუმჯობესებისთვის სამუშაო ჯგუფის პირველი შეხვედრა 10 ნოემბერს პარლამენტში გაიმართა, რომელშიც 15 პოლიტიკური პარტია მონაწილებს.