უმრავლესობის ერთ-ერთი ლიდერის პავლე კუბლაშვილის შეფასებით, ევროკავშირისთვის განსაკუთრებით მნიშვნელოვანი გზავნილი იყო, რომ საქართველოს ხელისუფლება ძალის გამოყენებას არ აპირებს საკუთარი ტერიტორიული მთლიანობის აღსადგენად.
"ევროპარლამენტში პრეზიდენტ სააკაშვილის გუშინდელი გამოსვლის დროს კიდევ ერთხელ დადასტურდა, რომ ევროკავშირი საქართველოს დეოკუპაციით არის დაინტერესებული და რუსეთზე ამ კუთხით ძალიან დიდი ზეწოლა ხორციელდება", - აღნიშნა დღეს კუბლაშვილმა პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილის ევროპარლამენტში გამოსვლის შეფასებისას.
მისივე შეფასებით, აუცილებელია საქართველოდან რუსეთის საოკუპაციო ძალების გასაყვანად ყველა დონეზე მუშაობა კვლავ გაგრძელდეს.
შეგახსენებთ, რომ საქართველოს პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი გუშინ ევროპარლამენტში სიტყვით გამოვიდა და რუსეთს დიალოგისკენ კიდევ ერთხელ მოუწოდა და დასძინა, რომ საქართველოს ხელისუფლება ტერიტორიული მთლიანობის აღდგენას ძალის გამოყენებით არ აპირებს.