საარჩევნო გარემოს გაუმჯობესებასთან დაკავშირებით დღევანდელ სამუშაო შეხვედრაზე კვლავ ტექნიკური საკითხები განიხილება.
ამის შესახებ უმარავლესობის წევრმა პავლე კუბლაშვილმა ჟურნალისტებს განუცხადა.
"დღეს სამუშაო ჯგუფი რამდენიმე საკითხს განიხილავს, რომელიც ძირითადად ტექნიკური ხასიათისაა და გულისხმობს სამომსვალოდ თემატური მუშაობისთვის მოსამზადებელ საკითხებს", - აღნიშნა კუბლაშვილმა.
შეგახსენებთ, რომ საარჩევნო გარემოს გაუმჯობესებისთვის სამუშაო ჯგუფის პირველი შეხვედრა 10 ნოემბერს პარლამენტში გაიმართა, რომელშიც 15 პოლიტიკური პარტია მონაწილებს.