საპარლამენტო ფრაქცია "ქრისტიან-დემოკრატების" ერთ-ერთი ლიდერი ლევან ვეფხვაძე ქართველი დეპუტატების შესახებ პორტუგალიური მედიით გავრცელებული ინფორმაციას "სამარცხვინოს" უწოდებს.
"ეს არის ფაქტი, რომელიც დაფიქსირდა ადგილობრივი პოლიციის მიერ. ეს არის სრულიად სამარცხვინო და ამ ფაქტს სჭირდება მოკვლევა", - განაცხადა ვეფხვაძემ დღევანდელ სესიაზე.
მისივე განმარტებით, აღნიშნულის გამო საქართველოს დელეაგაციაში მყოფ პირებს "პასუხი უნდა მოეთხოოთ".
"ეს ეხება ქვეყნის რეპუტაციას", - დასძინა მან.
შეგახსენებთ, რომ ადგილობრივი მედიის ინფორმაციით, ლისაბონში ყოფნისას ქართული დელეგაციის წევრებმა მსუბუქი ყოფაქცევის ქალები დაიქირავეს.