ევროპამ საქართველოს პრეზიდენტს კიდევ ერთი პოლიტიკური კრედიტი მისცა.
ამის შესახებ ფრაქცია "ქრისტიან-დემოკრატების" წევრმა ლევან ვეფხვაძემ ევროპარლამენტში პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილის გამოსვლის შეფასებისას განაცხადა.
"ის, რომ ევროპარლამენტში გამოსვლის შანსი მოგვეცა ნიშნავს, რომ ევროკავშირი საქართველოთი დაინტერესებულია. მიხეილ სააკაშვილის წახალისება კი ნიშნავს იმას, რომ მათ კიდევ ერთი პოლიტიკური კრედიტი მისცეს, რომ არადემოკრატიული ხელისუფლება დემოკრატიულ მართველობაზე გადაიყვანოს", - აღნიშნა ვეფხვაძემ.
შეგახსენებთ, რომ საქართველოს პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი გუშინ ევროპარლამენტში სიტყვით გამოვიდა და რუსეთს დიალოგისკენ კიდევ ერთხელ მოუწოდა და დასაძიანა, რომ საქართველოს ხელისუფლება ტერიტორიული მთლიანობის აღდგენას ძალის გამოყენებით არ აპირებს.