ხვალინდელ აქციაზე თუ კანონსაწინააღმდეგო ქმედებები მოხდება, ასეთ შემთხვევაში ადეკვატური პასუხი იქნება გაცემული.
ამის შესახებ უმრავლესობის წევრმა პავლე კუბლაშვილმა წარმომდგენლობით კრების მიერ ხვალ დაგემილი აქციის შეფასებისას განაცხადა.
"აქციის მონაწილებს აქვთ საკუთარი პროტესტის გამოთქმის უფლება, თუმცა, ეს კანონის ფარგლებში უნდა მოხდეს. წინააღმდეგ შემთხვევაში, თუ აქციაზე კანონის საწინააღმდეგო ქმედებები მოხდება, ასეთ შემთხვევაში ადეკვატური პასუხი გაეცემა", - აღნიშნა კუბლაშვილმა.
შეგახსენებთ, რომ ხვალ, 25 ნოემბერს, პარლამენტის შენობის წინ წარმომადგენლობითი სახალხო კრების აქცია იგეგმება.