საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარემ, ნიკოლოზ სამხარაძემ ნატო-ს სამეკავშირეო ოფისის ახალი ხელმძღვანელთან, ალექსანდრე ვინიკოვთან გაცნობითი შეხვედრა გამართა. იუწყება პარლამენტის პრესსამსახური.
მათი ცნობით, მხარეებმა ნატო-საქართველოს ურთიერთობებზე, სამომავლო თანამშრომლობის პერსპექტივებზე და საჭირო რეფორმების პროცესზე ისაუბრეს.
განსაკუთრებული ყურადღება გამახვილდა უკრაინაში მიმდინარე მოვლენებზე და ზოგადად, უსაფრთხოების კუთხით მთელ რეგიონში არსებულ მძიმე ვითარებაზე. საუბრის თემას ასევე წარმოადგენდა, საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიაზე არსებული ვითარება,
"საქართველოს ნატოში გაწევრიანება ჩვენი ქვეყნის საგარეო პოლიტიკური პრიორიტეტია. შესაბამისად ვიმედოვნებ, რომ ნატო-ს ქვეყნები საქართველოს ალიანსში გაწევრიანების შესახებ პოლიტიკურ გადაწყვეტილებას მალე მიიღებენ", - განაცხადა ნიკოლოზ სამხარაძემ.