"ქართული დასის" ლიდერი ჯონდი ბაღათურია ხელისუფლებას აჭარის უმაღლესი საბჭოს ყოფილი დეპუტატების პოლიტიკური ნიშნით დევნაში ადანაშაულებს.
"აჭარის პარლამენტის წევრებს არ ეძლევათ პენსია მხოლოდ იმ მიზეზით, რომ ისინი, თავის დროზე, ასლან აბაშიძის გუნდის წევრებად ითვლებოდნენ... 21-ე საუკუნეში უხერხულად მიმაჩნია დეპუტატებს პენსია არ მისცე მხოლოდ იმის გამო, რომ შენი მოწინააღმდეგე პარტიის წარმომადგენლები არიან... ეს სირცხვილია და არა მარტო ამ ადამიანების შეურაცხყოფაა, არამედ აჭარის მოსახლეობის უპატივცემულობა... თუკი პენსიას იღებენ ისინი, რომლებიც 1991 წელს იარაღით შემოვარდა პარლამენტი და ლამის სახელმწიფო გადატრიალება მოაწყო, რატომ არ შეიძლება ამ უფლებით აჭარის პარლამენტის დეპუტატებმაც ისარგებლონ?", - განაცხადა ბაღათურიამ სიტყვით გამოსვლისას.
მისივე განმარტებით, "თუ აღნიშნულ პირებს რაიმე კონკრეტული დანაშაული აქვთ, მაშინ პასუხისმგებლობაში მიეცნენ".