საქართველოს არანაირი საფრთხე არ ემუქრება და ხელისუფლება ქვეყნის ინტერესებიდან გამომდინარე იმოქმედებს, - ამის შესახებ თბილისის მერმა კახა კალაძემ შესაბამისი კითხვის საპასუხოდ განაცხადა.
"საქართველოს არანაირი საფრთხე არ ემუქრება. მინდა, ყველა დავამშვიდო, რომ მიუხედავად გარკვეული პიროვნებების თუ პოლიტიკური პარტიების მცდელობებისა, შემოიტანონ დაძაბულობა, ქვეყანაში იქნება მშვიდობა, სიმშვიდე და საქართველოს ხელისუფლება იმოქმედებს ჩვენი ქვეყნის და პირველ რიგში, ჩვენი ხალხის ინტერესებიდან გამომდინარე", - განაცხადა თბილისის მერმა.